00:57 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-17 14:00:19, 357 ნახვა

მსოფლიო
ლაიენმა ევროკომისრების ახალი შემადგენლობა წარადგინა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრების ახალი შემადგენლობა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ლაიენმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრად მარტა კოსი წარადგინა, რომელიც ოლივერ ვარჰეის შეცვლის. თავად ვარჰეი კი ჯანდაცვის კომისრადაა წარდგენილი.

The Guardian-ის ინფორმაციით, საგარეო და უსაფრთხოების კომისარი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ამ ადგილზე ჯოზეფ ბორელს შეცვლის. ირლანდიის ფინანსთა ყოფილი მინისტრი მაიკლ მაკგრატი იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის მომავალ კომისარი იქნება. ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსი კი ევროკავშირის თავდაცვის კომისარი გახდება.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟიურნე ინდუსტრიულ სტრატეგიაზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო სლოვაკი მაროშ სეფკოვიჩი სავაჭრო პოლიტიკას გადაიბარებს. შინაგან საქმეთა და მიგრაციის როლზე ლაიენმა ავსტრიელი მაგნუს ბრუნერი წარადგინა, ეკონომიკისა და პროდუქტიულობის კომისრად კი ლატვიელი ვალდის დომბროვსკისი. ენერგეტიკისა და საბინაო საკითხებში ახალ კომისრად დანიელი დენ იორგენსენი დასახელდა.

ლაიენის მიერ ჯესიკა როსვოლი გარემოს, წყლის მდგრადობისა და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის საკითხებში კომისრად არის წარდგენილი, ხოლო ვოპკ ჰოეკსტრა კლიმატის კომისრად დასახელდა.

ყველა კანდიდატი ევროპარლამენტში მოსმენებს გაივლის დეპუტატებთან, რომლებმაც მათ დანიშვნას უნდა დაუჭირონ მხარი.

ყველა კანდიდატი ევროპარლამენტის კომიტეტების წინაშე მოსმენებზე უნდა გამოცხადდეს მანამ, სანამ ევროპარლამენტის სრული შემადგენლობა კენჭს უყრის, დაამტკიცოს თუ არა კომისიის ახალი შემადგენლობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics