07:51 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 12:23:29, 340 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი N19 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დიდუბის რაიონში, N19 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

კახა კალაძემ საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი, 2024-2025 სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.

"მინდა, სწავლის დაწყება პატარებსა და მათ მშობლებს მივულოცო. N19 საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც ვიმყოფებით, 250 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა თანამედროვე სტანდარტებისაა. ჩვენი მიდგომები ნათელია - განვაგრძობთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ყველა დეტალს ყურადღება ექცევა, სერტიფიცირებულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს. როგორც დედაქალაქის მერს, ძალიან მიხარია, რა პირობებშიც აღიზრდება მომავალი თაობა", - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძე,  დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ N19 ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი, მისი ავარიულობის გამო, რამდენიმე წლის წინ განახორციელა, მის ნაცვლად კი სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა, სადაც უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა მოქმედი სტანდარტი. ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აქვს კეთილმოწყობილი ეზო გამწვანებითა და სათამაშო მოედნებით; შენობა აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით, უსაფრთხოების ბადეებითა და სააღმზრდელო ჯგუფების ინდივიდუალური საევაკუაციო კიბეებით.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics