07:46 - 12 Jun, 2026
|
2024-09-15 16:52:42, 663 ნახვა
ომი უკრაინაში
ტრამპი - ომი უკრაინაში სიძლიერითა და სიბრძნით უნდა დასრულდეს
ომი უკრაინაში სიძლიერითა და სიბრძნით უნდა დასრულდეს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. როგორც ტრამპმა "იალტის ევროპული სტრატეგიის" ყოველწლიური ფორუმის მონაწილეებისადმი მოკლე ვიდეომიმართავში აღნიშნა, ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ "არასდროს მოხდებოდა". "მე კარგად ვიცნობ პრეზიდენტ პუტინს, მე ვიცნობ პრეზიდენტ ზელენსკის ძალიან კარგად და ვფიქრობ, რომ ეს [ომის დარეგულირება] უნდა გაკეთდეს და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ სიძლიერითა და სიბრძნით... 53 დღეში ჩვენ გვაქვს არჩევნები, მათ შორის ამ ომთან დაკავშირებით",- თქვა დონალდ ტრამპმა, რომლის კომენტარსაც უკრაინული მედია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)