21:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 11:34:33, 386 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - 14 მლრდ დოლარი არ არსებობს არსად, ასეთი დახმარება არავის არ მიუღია - მორიგი ტყუილია, რომელსაც ავრცელებენ

14 მლრდ დოლარი არ არსებობს არსად, ასეთი დახმარება არავის არ მიუღია, ასეთი მხარდაჭერა არავის არ მიუღია. შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი, რომელსაც ისინი ავრცელებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პოლიტიკურ ოპონენტებზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის ოპონენტებს „არაფერი აქვთ სათქმელი და დაპირებებსაც კი ვერ გასცემენ".   

„რეალურად, მთავრობის ოპონენტების დღის წესრიგი არის სწორედ ასეთი, მათ არაფერი აქვთ სათქმელი ხალხის წინაშე და ისინი, სინამდვილეში, კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის გარეთ, რაც რა თქმა უნდა, დამატებით ხელს შეუწყობს მათ წარუმატებლობას ამ არჩევნებზე. როცა გაქვს არჩევნები, უნდა ელაპარაკო საკუთარ ხალხს და არა უცხოელ მფარველებს, ეს არის აქსიომა ნებისმიერი არჩევნებისთვის. მათ, რეალურად, არაფერი აქვთ სათქმელი, დაპირებებსაც კი ვერ გასცემენ, თუ არ ჩავთვლით აბსოლუტურ სიყალბეს, რაც ვრცელდება ხოლმე, მაგალითად 14 მლრდ დოლარი, რაც არის ჩვეულებრივი ტყუილი, არსად არ არსებობს ეს 14 მლრდ, ჩვეულებრივი ტყუილის თქმა გადაწყვიტეს და დადეს ეს ტყუილი მაგიდაზე. უბრალოდ, სამარცხვინოა ეს ყველაფერი, თუმცა საზოგადოება იმდენად გამოცდილია, რომ ასეთ ტყუილებს არ იყიდის. 

14 მლრდ მართლა არსად არ არსებობს. რეალურად,  თუ ავიღებთ ჩვენი ზომის, ეკონომიკის კუთხით, ევროკავშირის წევრ ქვეყანას, დაახლოებით, 500 მლნ დოლარამდე შეადგენს ყოველწლიური მხარდაჭერა. 14 მლრდ დოლარი არ არსებობს არსად, ასეთი დახმარება არავის არ მიუღია, ასეთი მხარდაჭერა არავის არ მიუღია. შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი, რომელსაც ისინი ავრცელებენ.

თავიდან ავრცელებდნენ კიდევ ერთ ტყუილ დაპირებას - 500 ევრო პენსია, რაც იყო ასევე ჩვეულებრივი ტყუილი და იმდენად უხეში ტყუილი იყო, რომ თვითონვე წაიღეს უკან ეს დაპირება რამდენიმე დღეში. პენსიის ზრდა არის თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდაზე და ვინც ოდნავს ერკვევა ეკონომიკაში, შეიძლება დაბეჯითებით დაგვეთანხმოს იმაში, რომ 500 ევრო პენსია არის ჩვეულებრივი ტყუილი, რასაც ისინი აწვდიდნენ საზოგადოებას. ასეთი ტყუილებით, ეს ადამიანები ფონს ვერ გავლენ.

ჩვენ ვიქნებით ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებზე, რომელიც შესთავაზებს საზოგადოებას ერთდროულად თან ამბიციურ და თან განხორციელებად დაპირებებს და გეგმებს, ამას იხილავს საზოგადოება პირველ ოქტომბერს, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ძალა წარადგენს საარჩევნო პროგრამას",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics