14:27 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-11 10:59:10, 609 ნახვა

ომი უკრაინაში
ჰარისი - ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა

ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა,- ამის შესახებ "დემოკრატიული პარტიიდან" ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა და მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

როგორც ჰარისმა ყოფილ პრეზიდენტსა და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან გამართული სატელევიზიო დებატების დროს აღნიშნა, ტრამპი დანებდებოდა.

"ვფიქრობ, რატომ ამბობს დონალდ ტრამპი, რომ ეს ომი დასრულდება 24 საათში, რადგან ის, უბრალოდ, დანებდება. მოდი, გავაცნობიეროთ, რა მოხდა აქ. მე შევხდი ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე რუსეთი შეიჭრებოდა; ეცდებოდა, ძალის გამოყენებით შეეცვალა ტერიტორიული საზღვრები; უგულებელყო საერთაშორისო სამართლის ნორმები და წესები, მათ შორის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. შევხდი პრეზიდენტ ზელენსკის და გავუზიარე მას აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო მას თავის დაცვა...

დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა. გააცნობიერეთ, რას ნიშნავს ეს, რადგან პუტინის დღის წესრიგი მხოლოდ უკრაინას არ ეხება. გააცნობიერეთ, ჩვენი ევროპელი და ნატოელი მოკავშირეები რატომ არიან ასეთი მადლიერი, რომ თქვენ პრეზიდენტი აღარ ხართ და რომ ჩვენ ვაცნობიერებთ მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ალიანსის მნიშვნელობას, ამისთვის რაც გავაკეთეთ, რათა შეგვენარჩუნებინა ზელენსკისა და უკრაინელების შესაძლებლობა, ებრძოლათ თავიანთი დამოუკიდებლობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი იჯდებოდა კიევში და მისი მზერა მიმართული იქნებოდა დანარჩენი ევროპისკენ, პოლონეთით დაწყებული",- განაცხადა ჰარისმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics