|
2024-09-10 14:28:58, 326 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე
დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრას ალბანეთში გამართავს. თამაშის საჯარო ჩვენება კი, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, საჯარო ჩვენების სამზადისს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო და ეროვნულ ნაკრებს წარმატებები უსურვა. "დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ჩვენი ეროვნული ნაკრები ალბანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ძალიან ძლიერი მეტოქეა, რთული შეხვედრა იქნება. მინდა ჩვენს ბიჭებს წარმატებები ვუსურვო. ვიცი, როგორ ელოდება ქართველი გულშემატკივარი ამ თამაშს. შესაბამისად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გვაქვს საშუალება, ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ბიჭებს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს. ძალიან დიდი ეკრანი უკვე დაყენებულია. ასევე, ტერიტორიაზე კვების ობიექტები განთავსდება", - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე ინფორმაციით, დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმოძრავებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)