|
2024-09-05 11:36:33, 412 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ახლად დანიშნულ ოფიცერთან -დევიდ ჰიდლსტონთან. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დევიდ ჰიდლსტონს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. "შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის მზადაა თანამშრომლობის გაფართოებაზე, უწყების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება", - ნათქვამია ინფორმაციაშ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)