15:18 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-04 12:21:22, 729 ნახვა

ომი უკრაინაში
პოლტავას საგანმანათლებლო დაწესებულების დაბომბვის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა

პოლტავას საგანმანათლებლო დაწესებულებაზე რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა ექვსსართულიანი სასწავლო კორპუსი, დაზიანდა სამი საცხოვრებელი კორპუსი, ხუთი კერძო სახლი და საოფისე შენობა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

“დაშავებულია 271 ადამიანი, გადაარჩინეს 25 ადამიანი, მათგან 11 ნანგრევებიდან ამოიყვანეს. განახლებული მონაცემებით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ ხუთამდე ადამიანი იმყოფებოდეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად არ ასახელებს თავდასხმის საგანმანათლებლო დაწესებულებას, მაგრამ მათი განცხადებებიდან და მედიის ინფორმაციით, ეს იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრი - სამხედრო კომუნიკაციების ინსტიტუტი. რუსი სამხედროები პოლტავაზე თავდასხმის შესახებ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics