|
2024-09-04 10:40:39, 1305 ნახვა
სპორტი
ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ბრინჯაოს პრიზიორია
პარიზის პარალიმპიადის მეექვსე დღეს საქართველომ კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი (კატეგორია A) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მან ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგი ბრიანა ვიდე ანგარიშით 15:11 დაამარცხა. ქართველი პარასპორტსმენების ასპარეზობას დაესწრო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია. ნინა თიბილაშვილის ჯილდო საქართველოსთვის პარალიმპიური თამაშების მეშვიდე მედალია. აღსანიშნავია, რომ ნინა თიბილაშვილი პირველი ქართველი პარასპორტსმენია, რომელმაც ორ სხვადასხვა პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო - ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა. პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე იასპარეზა კიდევ ერთმა ეტლით მოფარიკავემ - ირმა ხეცურიანმა (კატეგორია B ), რომელმაც პარალიმპიადა მეხუთე ადგილზე დაასრულა. 4 თებერვალს ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი ძალას რაპირით ფარიკაობაში მოსინჯავენ, პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული კი R9 კატეგორიაში 50 მეტრზე სროლაში იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა. საქართველოს მთავრობა პარალიმპიური თამაშების ჩემპიონს - 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს - 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 250 000 ლარს გადასცემს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)