08:21 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-24 11:26:48, 390 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე ტვინინგის პროექტის ხელმძღვანელ ბრანისლავ ონდრუშს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ევროპარლამენტის წევრს, სლოვაკეთის რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და ოჯახის მინისტრის მრჩეველს, ბრანისლავ ონდრუშსა და სლოვაკეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, სლოვაკეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტს მიხაელ შტუსკას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრას შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ესწრებოდა.

“მხარეებმა, ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ საქართველო, “ტვინინგის პროგრამის“ ფარგლებში, ნაყოფიერად თანამშრომლობს სლოვაკეთთან. საუბარი შეეხეო, ბოლო წლების განმავლობაში,  შრომის ინსპექციაში გატარებულ რეფორმებსა და წარმატებულ შედეგებს.  ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, იგეგმება უწყების ეფექტიანობის გაზრდა, საქართველოში შრომითი უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით.

ტვინინგის პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა. დელეგაცია “საქართველოში უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს გაუმჯობესება ევროკავშირის სტანდარტებისა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად“ დაძმობილების პროექტის ფარგლებში იმყოფება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics