19:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 10:37:15, 512 ნახვა

საზოგადოება
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მსაჯავრდებულებს არასამთავრობო ორგანიზაცია „Fides et Spes” შეხვდა

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი დახმარების ცენტრმა „Fides et Spes” ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მსჯავრდებულებს   მათი უფლებების შესახებ ლექცია-სემინარი ჩაუტარა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა მსჯავრდებულებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისრტო ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას ატარებს და ამ პროცესში ჩართვის სურვილი გამოთქვეს.

„გვინდა შეხვედრებს რეგულარული სახე მივცეთ და მიზნობრივ ჯგუფს კონკრეტულ იურიდიულ თემატიკაზე სალექციო მასალა მივაწოდოთ, ასევე,  კონსულტაციებიც გავუწიოთ. მათი ინტერესებიდან გამომდინარე, მოვამზადებთ მომდევნო შეხვედრა-ლექციის თემატიკასაც. ვგეგმავთ და სურვილი გვაქვს დავეხმაროთ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებს, თუნდაც ენობრივი ბარიერის არსებობის შემთხვევაში“, - აღნიშნა დაწესებულებაში სამართლებრივი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა მარინე ბაბუნაშვილმა.

მარინე ბაბუნაშვილის განცხადებით, შეხვედრის მიზანი მსჯავრდებულებისთვის ორგანიზაციის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და იურიდიული კონსულტაციის გაწევა იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „Fides et Spes” (რწმენა და იმედი)  2013 წლიდან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს იურიდიულ დახმარებას უწევს. ასევე უწევენ კონსულტაციებს და ადვოკატირებას.

სამართლებრივი დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს მათ მიერ შემუშავებული  ქართულ-რუსული განმარტებითი ლექსიკონი გადასცეს საჩუქრად.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics