19:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 10:33:09, 602 ნახვა

საზოგადოება
N12 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებსა და „სეუ“-ს კალათბრუთელებს შორის მეგობრული თამაში გაიმართა

N12 პენიტენციურ დაწესებულებას  საქართველოს  „ა“ ლიგის საკალათბურთო გუნდ „სეუ“-ს წევრები  ესტუმრნენ და დაწესებულების მოედანზე მსჯავრდებულებთან ერთად მეგობრული თამაში გამართეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულები შეხვედრისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდნენ და ფიზიკურად ვარჯიშობდნენ.

დაწესებულების დირექტორის კახა თეთრაძის განცხადებით მსგავსი ღონისძიებები მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის საუკეთესო საშუალებაა.

„დაწესებულებაში თითქმის ყოველ კვირას შემოდის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი, იქნება ეს სპორტსმენი თუ საზოგადო მოღვაწე, რაც მსჯავრდებულებზე თავისთავად დადებით ზეგავლენას ახდენს. ძალიან ხშირად, შეიძლება მცირე ზომებით, მაგრამ მაინც ვაწყობთ ხოლმე სპორტულ შეჯიბრებებს. მიმაჩნია, რომ ასეთი შეხვედრები მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაილიტაციას ყველაზე მეტად უწყობს ხელს“, - განაცხადა კახა თეთრაძემ.

თამაშის დასრულების შემდეგ კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად ბურთები და ეროვნული ნაკრების მოთამაშეების მაისურები გადასცეს.

„N12 დაწესებულებაში პირველად ვართ, მანამდე მეგობრული შეხვედრა გვქონდა არასრულწლოვნებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია იმ ადამიანების მიმართ გამოვხათოთ მხარდაჭერა, ვისაც ეს სჭირდება.  ზოგადად, ჩვენი ფედერაციის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ყველას ამისკენ მოვუწოდებთ“, - განაცხადა სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ზამბახიძემ.

გიორგი ზამბახიძის განცხადებით ისინი მზად არიან სხვა დაწესებულებებსაც ესტუმრონ და მეგობრული შეხვედრები გამართონ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics