|
2024-08-19 09:47:19, 651 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - პარტნიორებს ვთხოვთ, დააჩქარონ იარაღის მოწოდება, ომში შვებულება არ არსებობს
პარტნიორებს ვთხოვთ, დააჩქარონ იარაღის მოწოდება, ომში შვებულება არ არსებობს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. ზელენსკის თქმით, გამოცხადებული პაკეტების დროული ლოჯისტიკა დახმარების პაკეტებისთვის აუცილებელია. "ჩვენი უპირველესი ამოცანა თავდაცვითი ოპერაციების დროს არის, რაც შეიძლება მეტი რუსული ომის პოტენციალის განადგურება და მაქსიმალური კონტრშეტევითი ქმედებები. ეს მოიცავს აგრესორის ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შექმნას, როგორიც ჩვენი ოპერაციაა კურსკის რეგიონში. ყველაფერი, რაც ზარალს აყენებს რუსეთის ჯარს, რუსეთის სახელმწიფოს, მათ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და მათ ეკონომიკას, ხელს უშლის ომის გაფართოებას, გვაახლოებს ამ აგრესიის სამართლიან დასასრულთან - უკრაინისთვის სამართლიან მშვიდობასთან. ჩვენი ბიჭები ყველა ფრონტზე შესანიშნავად მუშაობენ. თუმცა საჭიროა ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის უფრო სწრაფი მოწოდება. ჩვენ მკაცრად ვითხოვთ ამას. ომში შვებულება არ არსებობს. საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება, ასევე დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული დახმარების პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)