|
2024-08-15 14:38:35, 444 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, საბაჟო დეპარტამენტისთვის გადმოცემულ ძვირადღირებულ აპარატურასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის განცხადებას “ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, სურს გამოეხმაუროს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ,,ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უყურადღებოდაა მიტოვებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, საბაჟო დეპარტამენტისთვის გადმოცემული ძვირადღირებული აპარატურა, კერძოდ, რენტგენო ინსპექტირების სისტემები. საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აპრილის თვეში, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ერთ-ერთი პროექტის (EXBS) ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს გადაეცა საბარგო რენტგენო ინსპექტირების 3 სკანერი (RAPISCAN 628XR), რომლის ჯამური ღირებულებაა 300 000 აშშ დოლარი. გადმოცემული სკანერები განკუთვნილია ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებისთვის, ასევე ,,ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტისთვის. ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი" აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი სკანირებისთვის. რაც შეეხება, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას - ამ დროისთვის სგპ „ყაზბეგში" განთავსებულია, სხვადასხვა დანიშნულების რენტგენოსკანერების მონტაჟისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციის პირველადი/საყრდენი ტექნიკური ნაწილები, რომლებიც 24/7 რეჟიმში უსაფრთხოდ არის დაცული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო საბოლოო პროცედურები. აქვე აღვნიშნავთ, რომ სგპ ,,ყაზბეგში" საბაჟო კონტროლის პროცედურების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, განხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილებისთვის სპეციალური, საბაჟო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი გასასვლელის მოწყობა. უკვე სრულად განახლდა ავტომატური სარეზერვო ელექტრო გამანაწილებელი ქსელი, დასრულებულია ავტომობილების დასათვალიერებელი ტექნიკური მომსახურების ანგარის მოწყობა და გრძელვადიანი ექსპლუატაციისთვის განკუთვნილი ახალი სასწორის კონსტრუქცია, რომელიც გათვლილია დიდი ტვირთამწეობის ავტომობილების მაღალი ინტენსივობით აწონვაზე. საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახური დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, თავად გაეცნონ კონტროლის/სკანირების პროცესს“,- ნათქვამია განცხადებაში.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)