11:47 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-14 16:48:06, 513 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით „სკუტერის დღე“ გაიმართა

“თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით და სკუტ სკუტის ორგანიზებით “სკუტერის დღე“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი დაინტერესებული პირებისთვის ორბორბლიანი ტრანსპორტის ტარების სწავლებაა, რაც საბოლოოდ გადაადგილების კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

როგორც კომპანიები აცხადებენ, “სკუტერის დღეები“ არის პროექტი, რომელიც მოიცავს სკუტერის ტარების უფასო გაკვეთილებს და ემსახურება სკუტერთან პირველი შეხების შიშის გადალახვას, ძირითად კითხვებზე პასუხების მიღებას, საბაზისო ცოდნის შეძენასა და გამბედაობის მოკრებას ორბორბლიან ტრანსპორტზე თამამად გადაჯდომისთვის.

“მოთხოვნიდან გამომდინარე, 1-ელი ივნისიდან “თიბისი ლიზინგში“ ორთვლიანი ტრანსპორტის დაფინანსება გავამარტივეთ, ასევე სპეციალური შეთავაზებები დავგეგმეთ პარტნიორებთან ერთად. ვთვლით, რომ “სკუტერის დღე“ მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც სკუტერის უსაფრთხო მართვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს“,-  განაცხადა ეკატერინე ანჯაფარიძემ, თიბისი ლიზინგის ავტომიმართულების ხელმძღვანელმა.

“ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ძალიან იზრდება ორთვალა ტრანსპორტის პოპულარობა. ამ პროექტით გვინდა ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომლებსაც მოსწონთ მოქნილ და თავისუფალ ტრანსპორტზე გადმოსვლის იდეა, მაგრამ ჯერ არ ჰქონიათ შესაძლებლობა სკუტერი ან მოტოციკლი თავად გამოეცადათ. “სკუტერის დღეებზე“, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს კონტროლირებულ და უსაფრთხო გარემოში ეზიაროს სკუტერის მართვას და პირველი ნაბიჯი გადადგას ახალ ტრანსპორტზე გადმოჯდომის გზაზე”,- განაცხადა გიორგი მონავარდისაშვილმა, სკუტ სკუტის თანადამფუძნებელმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics