|
2024-08-12 16:00:06, 363 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, დარეჯანის სასახლის ისტორიული ხის აივნის დემონტაჟი და ახლის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა, შეიცვალა სახურავი, შესრულდა დიდი ოთახის სარემონტო სამუშაოები, განახლდა აივანზე დაზიანებული აგურით მოწყობილი იატაკი. ასევე, განხორციელდა გარე აივნის დაზიანებული ხის სვეტებისა და იატაკის რეაბილიტაცია. დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-მოწესრიგება მომავალშიც გაგრძელდება. “თბილისის განვითარების ფონდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა - დარეჯანის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაასრულა. პირველი ეტაპი გასულ წელს დავასრულეთ. სასახლე ძალიან მძიმე, ავარიულ მდგომარეობაში იყო. ამ სამუშაოების შედეგად, ყველაფერი მოწესრიგებულია. ძალიან მიხარია, კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რომ რეაბილიტირდა. აღნიშნულ ადგილს ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს და ამ ყველაფრის მოწესრიგება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის სამუშაოებს, რომ რაც შეიძლება მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შევუნარჩუნოთ ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობებს“,- აღნიშნა კალაძემ. კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა და მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. აღნიშნული პროექტისთვის 350 000 ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყო.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)