|
2024-08-09 14:36:57, 402 ნახვა
საზოგადოება
Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს 45 კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა
საერთაშორისო გამოცემა Global Finance რამდენიმე ათეული წელია, საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ავლენს. ამჯერად, საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ფარგლებში, “საქართველოს ბანკი“ ქვეყნის მასშტაბით, 45 ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა. Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ბანკების ჯილდოს უკვე 25 წელია, გასცემს. საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები ტექნოლოგიური და აუთსორსინგის მიმართულებით წამყვანმა კომპანია Infosys-მა გამოავლინა. მსოფლიო დონის ჟიურის წევრები ბანკებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული გამოცდილების შესაქმნელად შემუშავებული სტრატეგიების, ციფრული შეთავაზებების, ციფრული პროდუქტების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისა და განხორციელებული ინიციატივების მიხედვით აფასებდნენ. აღსანიშნავია, რომ “საქართველოს ბანკის“ სამომხმარებლო და ბიზნესის ციფრულმა საბანკო მიმართულებებმა არაერთ ნომინაციაში გაიმარჯვა. კერძოდ, ბანკმა მოიპოვა ჯილდო საუკეთესო მობილბანკის, ინოვაციისა და ტრანსფორმაციის, საუკეთესო UX-ის, ციფრული დაკრედიტების, ონლაინ შეთავაზებების, ღია ბანკინგის API-ებისა და სხვა არაერთ კატეგორიაში. მათი სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. “საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებლებს საჭირო სერვისები თუ პროდუქტები მათთვის ხელსაყრელ არხებში მივაწოდოთ. ჩვენი მიზანია, მნიშვნელოვნად გავუმარტივოთ და უფრო მეტად კომფორტული გავხადოთ მათთვის საბანკო მომსახურებით სარგებლობა. გვიხარია და ვამაყობთ, რომ “საქართველოს ბანკი“ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემის მიერ, როგორც Global Finance-ია, 45 კატეგორიაში გამარჯვებულებად დასახელდა. ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ სამომავლოდ ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტად ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ“,- განაცხადა ლევან გომშიაშვილმა, საქართველოს ბანკის მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)