10:43 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-07 15:05:32, 352 ნახვა

პოლიტიკა
კირცხალია სააკაშვილზე - ლეგიტიმური ეჭვი გვიჩნდება, იყო რაღაც გარიგება ზურაბიშვილთან, რომ უნდა მომხდარიყო მისი შეწყალება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კირცხალია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე "ნაციონალური მოძრაობის" და თავად ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს აფასებს.

კირცხალიას თქმით, "აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება სააკაშვილისთვის არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, ვინაიდან ამ სასჯელს შთანთქავს ის სასჯელი, რომლის მოხდაც უკვე დაწყებული აქვს".

მისივე თქმით, "არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ არსებობდა გარიგება, რომ უნდა მომხდარიყო ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება".

"ნამდვილად ვერ ვხვდები, რა პრობლემას ხედავენ ამ აღკვეთის ღონისძიებაში, პირიქით, რა სასჯელსაც იხდის,  რეალურად, ეს სასჯელი შთანთქავს ამ [საზღვრის კვეთის] სასჯელს. ერთადერთი, რისი ლეგიტიმური ეჭვიც გვიჩნდება არამარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებას, დარწმუნებული ვარ, იყო რაღაც გარიგება სალომე ზურაბიშვილთან, რომ უნდა მომხდარიყო მისი შეწყალება და ალბათ ეს ჩაეყარათ წყალში",- აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics