23:44 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-05 11:26:48, 533 ნახვა

სამართალი
სატყეო სააგენტო - მიმდინარე წლის ივლისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 51 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 51  ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 26 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2  ფაქტი გამოვლენილია - ქვემო ქართლის, 2 - ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლის, 6 - სამცხე-ჯავახეთის, 2-სამეგრელო-ზემო სვანეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის,  5 - გურიისა და  5 - იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.  ჯამში  ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 102 874 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს "საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

"ამასთანავე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე,   დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების 1 ფაქტი კახეთში  გამოავლინეს.  შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, სახერხი საამქრო დაილუქა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული  15  კუბური მეტრი სამასალე მერქანი  "საქმიან ეზოში“ დასაწყობდა. ვინაიდან საქმე  შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით,  ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 481 ფაქტია გამოვლენილი; "საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 458,784  კუბური მეტრი შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics