|
2024-08-02 16:07:57, 542 ნახვა
საზოგადოება
მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში, სავარაუდოდ, კისტის თოფის ტყვია მოხვდა - შსს-მ გამოძიება დაიწყო
მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში, სავარაუდოდ, კისტის თოფის ტყვია მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "მარნეული" ექიმზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ბავშვი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მანამდე, 1-ელ აგვისტოს მოზარდი მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსში" იყო შეყვანილი. "ძალიან სერიოზული ტრავმაა თოფით მიყენებული. რეალურად, ეს ტყვია შევიდა უკანა კეფის მხრიდან, გაიარა მნიშვნელოვანი გზა და დააზიანა შუა ტვინის სტრუქტურები. იმ ადგილას არის ეს ტყვია გაჩერებული, საედანაც მისი ამოღება პრექტიკულად შეუძლებელია. ამ ეტაპზე ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. ძალიან რთული პაციენტია პროგნოზულადაც და ამჟამად სამართავადაც“,- უთხრა ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, გია ბიბილეიშვილმა რადიო "მარნეულს". როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)