|
2016-02-18 13:04:00, 1616 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ბოროტებაა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავ თურქეთის დედაქალაქში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო. პირადად ჩემი და სამინისტროს სახელით სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქ ხალხს და ქვეყნის მთავრობას. გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის, ისევე როგორც მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, ძალიან მძიმეა უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი. ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ბოროტებაა, თითოეული ტერორისტული აქტი კი არამარტო რომელიმე კონკრეტული ქვეყნის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამ მძიმე წუთებში ჩვენ თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, თურქეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად 28 ადამიანია დაიღუპა, 61-ზე მეტი კი დაშავდა. ძლიერი აფეთქება თურქეთის დედაქალაქ ანკარაში თბილისის დროით 22:00 საათისთვის მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ანკარის ცენტრში, გენერალურ შტაბთან ახლოს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. იმ დროს შენობასთან სამხედროებით სავსე ორი ავტობუსი იდგა და ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს ტერორისტულია აქტი უწოდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)