21:17 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-02 11:32:24, 582 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - რუსეთთან პატიმრების გაცვლის შეთანხმება ნატოს მოკავშირეების მჭიდრო თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთთან პატიმრების გაცვლის შეთანხმება ნატოს მოკავშირეების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

სტოლტენბერგის თქმით, მშვიდობიანი ოპოზიციის უფლება და მედიის თავისუფლება ნებისმიერი მოქმედი საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“მივესალმები მოკავშირეთა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეებისა და რუსი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ნატოს მოკავშირეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობამ ეს მიღწევა შესაძლებელი გახადა. მშვიდობიანი ოპოზიციის უფლება და მედიის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქმედი საზოგადოებისთვის“,- წერს ნატოს გენერალური მდივანი სოციალურ ქსელ X-ზე.

შეგახსენებთ, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. გაცვლის პროცესში 26 პირი მონაწილეობდა. რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს 16 ადამიანი გადასცა, მათ შორის არიან: რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი; პოლიტიკოსები ილია იაშინი და ვლადიმირ ყარა-მურზა; რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბების ყოფილი უფროსები ლილია ჩანიშევა; ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი; აშშ-ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე პოლ უილანი. ამასთან, გერმანიამ რუსეთს გადასცა ვადიმ კრასიკოვი, რომელიც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics