|
2024-08-01 10:43:13, 487 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა
76 წლის ასაკში იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი პროფესორის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ცერცვაძე ბოლო დროს ავადმყოფობდა. თენგიზ ცერცვაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს. 1972-1974 წლებში იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1974-1979 წლებში იმავე ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1979-1981 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოთერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1983 წლებში - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1983-1986 წლებში - იმუნოფარმაკოლოგიის განყოფილების გამგე. ცერცვაძე ბოლო წლებში ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი გახლდათ. ასევე იყო ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიისა და აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. ქართველ პროფესორს, 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)