|
2024-07-31 17:48:36, 543 ნახვა
საზოგადოება
1 სექტემბრიდან ავტობუსის ხაზით მოტოციკლები და მოპედები გადაადგილდებიან
მუნიციპალიტეტის მთავრობამ შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისი დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს მოტოციკლების ან მოპედების გადაადგილების პირობებს ავტობუსის ხაზებით, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ეს ცვლილება ძალაში მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შევა. „საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი კანონები შეიტანა და ავტობუსის ზოლზე მოტოციკლების ან მოპედების გადაადგილება დაუშვა. საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა უკვე შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც განსაზღვრავს მოტოციკლების ან მოპედების გადაადგილებას ავტობუსის ზოლებზე. გვინდა, რომ ეს წესი მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდეს, რათა მოპედებმა და მოტოციკლებმა ავტობუსის ზოლზე გადაადგილება შეძლონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული დადგენილებით, მოტოციკლების ან/და მოპედების მოძრაობა დაიშვება ავტობუსის ზოლში, სადაც დამონტაჟებულია შესაბამისი საგზაო ნიშანი ან/და ჰორიზონტალური მონიშვნები, დღის ან ღამის ნებისმიერ დროს, თუმცა ქ. ამავე დროს, ავტობუსის ზოლში დაშვება აიკრძალება. ცვლილება ძალაში შევა, თუ აღნიშნული გამონაკლისი დაშვებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)