|
2024-07-31 11:55:03, 760 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „მეგობარი აქტი“ პირდაპირი ფორმით შანტაჟს შეიცავს - ეს არ არის ნაბიჯი, რომელიც ურთიერთობების გადატვირთვას ხელს შეუწყობს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „მეგობარი აქტი" პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „მეგობარ აქტს" „დაუძინებელი მეგობარი აქტი" უნდა ერქვას. „სინამდვილეში თუ ნახავთ „მეგობარი აქტის" შინაარსს, ეს არის არა მეგობარი აქტი, არამედ ეს არის დაუძინებელი მეგობარი აქტი - ასე უნდა ერქვას ამ აქტს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქტი პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს. არ შეიძლება, აქტს დაარქვა „მეგობარი აქტი" და ამ აქტის მთავარ მიზნად აქციო შანტაჟი. ეს თავისთავად არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ 3-4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში. თქვენ გახსოვთ წინა ელჩის ქმედებები, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააფუჭა ურთიერთობებში. ასეთ ფონზე ჩვენ გვჭირდება რეალური შემხვედრი ნაბიჯები იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. ჩვენ ველოდებით პრაგმატულ და მეგობრულ ნაბიჯებს სამართლიან, პრაგმატულ, მეგობრულ ნაბიჯებს. რაც შეეხება სანქციებს, სწორედ ასეთი ტონით საუბარი არის კონტრპროდუქტიული, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შემხვედრ ნაბიჯად. ნაცვლად შანტაჟისა, მუქარისა, ჩვენ უნდა გვქონდეს ჯანსაღი საუბარი ურთიერთობების გაჯანსაღებასთან, გადატვირთვასთან დაკავშირებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე, აქვს თუ არა სანქციების მოლოდინი, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ეს თემა არ არის საინტერესო".
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)