06:04 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-26 17:35:05, 351 ნახვა

საზოგადოება
წყნეთში, დადიანისა და ევროპის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წყნეთში საგზაო სამუშაოები ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით,  ამ დროისთვის გზის დაზიანებული საფარის განახლება დადიანისა და ევროპის ქუჩებზე მიმდინარეობს.

მთლიანობაში, სარეაბილიტაციო არეალი 3 100 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.

დადიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან და პარლამენტის დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.

„მიუხედავად იმისა, რომ ასფალტის საფარი წყნეთში უკვე ათეულობით ქუჩაზე მოწესრიგდა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განვაგრძობთ. რაიონში ჯერ კიდევ რჩება ისეთი ქუჩები, სადაც საგზაო სამუშაოების ჩატარება აუცილებლობას წარმოადგენს, რათა მოქალაქეებს კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ. ამჟამად, რეაბილიტაცია მიმდინარეობს დადიანისა და ევროპის ქუჩებზე, ეტაპობრივად კი დანარჩენ პრობლემურ საგზაო მონაკვეთებსაც მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

აღსანიშნავია, რომ წყნეთში, ასფალტის საფარის განახლებასთან ერთად, რამდენიმე ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელებიც. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics