|
2024-07-26 11:28:08, 782 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი რუსეთ-უკრაინის ომის მოსაგვარებლად მუშაობს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ გუანჯოუში ჩინელ კოლეგასთან, ვანგ ისთან მოლაპარაკებების შედეგად მან მიიღო მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს “დროებით გადაწყვეტილებებს“, არამედ მუშაობს მდგრადობასა და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის პრობლემის სტრატეგიული გადაწყვეტაზე. ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდა" წერს. გამოცემის ცნობით, კულებამ ასევე აღნიშნა, რომ "პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკება არის ის, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას". მისი თქმით, ვანგ იმ "ძალიან მკაფიოდ და არაერთხელ განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ ხელშეუხებელია". "მე ვისაუბრე სამართლიანი მშვიდობის მნიშვნელობაზე და არა რამე სახის მშვიდობაზე. და თავად ჩემმა ჩინელმა კოლეგამ დაამატა, რომ - სამართლიანი და ხანგრძლივი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც წესი, ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ მშვიდობა უნდა იყოს სტაბილური - ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს დროებით გადაწყვეტილებებს, დროებით ზავებს, მაგრამ მუშაობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის პრობლემის მუდმივ, სტრატეგიულ გადაწყვეტაზე და ეს ასევე ძალიან დადებითი სიგნალია“,- აღნიშნა კულებამ.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)