|
2016-02-17 17:02:14, 1000 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2016“-ის შედეგებს გაეცნო
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაზალეთში ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრს ესტუმრა და სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2016“-ის შედეგებს გაეცნო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ომებისა და სამხედრო ხელოვნების მოდულებისაგან შედგებოდა და მასში მონაწილეობას ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფის 50 სამხედრო მოსამსახურე იღებდა. ექვსდღიან სწავლებას ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის ინსტრუქტორთა ჯგუფი და ეროვნული გვარდიის შტაბი ხელმძღვანელობდა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სწავლების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა. „მიხარია, რომ ეს წვრთნები ძალიან კარგად მიმდინარეობს. შექმნილია რეალური გარემო, თითოეულ სამხედროს ესმის ამოცანა, ესმის მისი გადაწყვეტილების გზები. განიხილება თანამედროვე ჰიბრიდული საფრთხეებიც, რაც შესაძლებელია ქვეყანას დაემუქროს“, - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2016“ იმ სამწლიანი პროგრამის მეორე ეტაპია, რომელიც ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიასთან თანამშრომლობით ხორციელდება. პირველი სწავლება 2015 წლის სექტემბერში ჩატარდა, მომდევნო, დასკვნითი ეტაპის განხორციელება კი 2016 წლის აგვისტოში, ეროვნული გვარდიის მასშტაბით იგეგმება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)