|
2024-07-25 11:32:07, 728 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა სამხედროებმა უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანეს, მათგან სამმა რუმინეთის საზღვარი გადაკვეთა
რუსი სამხედროები ღამით უკრაინას 38 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ოლეშჩუკის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული დრონებიდან 25-ის ჩამოგდება შეძლეს. ოლეშჩუკი განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო სივრცე 3-მა რუსულმა დრონმა დატოვა, რომელთა კვალი რუმინეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ იკარგება. თავდასხმა საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონულმა საბრძოლო დანაყოფებმა, თავდაცვის ძალების მობილურ სახანძრო ჯგუფების ეკიპაჟებთან ერთად მოიგერიეს. რუსეთმა იერიში მიიტანა ოდესის რეგიონის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზეც.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)