01:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 12:24:24, 424 ნახვა

მსოფლიო
დმიტრო კულება გუანჯოუში ჩინელ კოლეგას შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ვანგ ისთან ქალაქ გუანჯოუში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი თემა რუსული აგრესიის დასრულების გზების ძიება, ასევე ჩინეთის შესაძლო როლის განხილვა, სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში იყო.

„იყო ძალიან ღრმა და კონკრეტული საუბრები“,- უთხრეს ჟურნალისტებს უკრაინის დელეგაციაში და დასძინეს, რომ მოლაპარაკებები დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ვიზიტი ჩინეთში 25 ივლისამდე გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics