|
2024-07-24 10:42:24, 872 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - „კავკაზის“ პორტში, რუსულ საბორნე გემზე თავდასხმა უკრაინის თავდაცვის ძალების სპეცოპერაცია იყო
"კავკაზის" პორტში, რუსულ საბორნე გემზე თავდასხმა უკრაინის თავდაცვის ძალების სპეცოპერაცია იყო,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, როგორც ამას უკრაინული მედია Unian-ი იტყობინება. შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უკრაინის საზღვაო ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად, მტრის ბორანს პორტ “კავკაზში“ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. “ოკუპანტებმა ეს ბორანი გამოიყენეს სამხედრო მიზნებისთვის სარკინიგზო ვაგონების, ძრავიანი მანქანებისა და კონტეინერების გადასაზიდად. “სლავიანინი“ არის მესამე და ბოლო სარკინიგზო ბორანი, რომელიც რუსეთის ფედერაციას ჰყავდა მითითებულ რეგიონში. ჩვენ ვაგრძელებთ მტრის, მისი აღჭურვილობის, სამხედროებისა და ინფრასტრუქტურის განადგურებას“, - აღნიშნა გენერალურმა შტაბმა. შეგახსენებთ, “კავკაზის“ პორტში საბორნე გემს უკრაინული დრონები გუშინ, 23 ივლისს დაესხნენ თავს. რამაც ეკიპაჟის წევრებისა და პორტის თანამშრომლების დაშავება და გარდაცვალება გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)