07:47 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-23 13:17:37, 355 ნახვა

საზოგადოება
სპეციალური ოპერაციების სარდლობის - სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა დასრულდა

საწვრთნელ ბაზა მანავში სპეციალური ოპერაციების სარდლობის - სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის მორიგი ნაკადის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა, თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

“სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა რამდენიმე მოდულისგან შედგებოდა, რომელიც მოიცავდა მცირე ქვედანაყოფის ტაქტიკას, ჯვარედინ მომზადებას, სპეციალისტების მომზადებას, დაგეგმვის პროცესსა და შემაჯამებელ სწავლებას. პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა საცეცხლე, აერომობილური, სამედიცინო და საინჟინრო მომზადებაც გაიარეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics