03:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-22 17:26:00, 473 ნახვა

მსოფლიო
„დემოკრატიული პარტია“ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს 19-22 აგვისტოს დაგეგმილ ყრილობაზე დაასახელებს

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი, 19-22 აგვისტოს, ჩიკაგოში დაგეგმილ ოთხდღიან ყრილობაზე დასახელდება. ამის შესახებ BBC წერს.

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მანამდე, 24 ივლისს "დემოკრატიული პარტიის" ეროვნული ყრილობის წესების კომიტეტი შეიკრიბება და ახალი კანდიდატის არჩევის პროცესს განიხილავს.

"დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს პირველად დებატებში, ABC-ზე 10 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე დასახელდა. 

საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დემოკრატების" კანდიდატად მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics