|
2024-07-22 09:46:10, 482 ნახვა
მსოფლიო
ჰარისი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ „დემოკრატიული პარტია“ გავაერთიანო და ტრამპი დავამარცხო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. ჰარისმა ბაიდენს "არაჩვეულებრივი ლიდერობისა და ათწლეულების მანძილზე საკუთარი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის" მადლობა გადაუხადა. “ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "დემოკრატიული პარტია" გავაერთიანო და გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და მისი ექსტრემალური პროექტი 2025 დღის წესრიგი. არჩევნებამდე გვაქვს 107 დღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ",- აღნიშნა ჰარისმა. შეგახსენებთ, გუშინ, 21 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დემოკრატების" კანდიდატად მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)