00:37 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-19 15:24:17, 578 ნახვა

სამართალი
ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" პროკურატურაში დაუდასტურეს.

როგორც საგამოძიებო ორგანოში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ცნობისთვის, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ავტოავარია, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დღეს, 19 ივლისს მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი, რომელსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, დაკავების მიზნით, გზა გადაუკეტა, მოტოციკლი კი სწორედ ეკიპაჟის მანქანას დაეჯახა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics