|
2024-07-18 13:37:01, 438 ნახვა
პოლიტიკა
ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირში გაწევრიანება ყოველთვის დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი იქნება
ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც მან მომდევნო ვადასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ყურადღება საქართველოსთან მიმართებაშიც გაამახვილა. “ევროკავშირში გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი. საქართველომ, დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ და მოლდოვამ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, დემოკრატია - დამოკიდებულების ნაცვლად. ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატებს, ინვესტიციებითა და რეფორმებზე მუშაობით, სადაც შესაძლებელია, მოხდეს მათი ინტეგრირება ჩვენს სამართლებრივ ჩარჩოში. გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ქვეყანა მზად იყოს გაწევრიანებამდე, მაგრამ ჩვენი კავშირის გამტკიცება ჩვენი მთავარი ინტერესია და ეს იქნება ჩემი კომისიის მთავარი პრიორიტეტი. დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, მათ აირჩიეს დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად და ზოგიერთი მათგანი ამ არჩევანის გამო, ძალიან მაღალ ფასს იხდის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რათა უზრუნველვყოთ მტკიცე ერთგულება, რომ მათი მომავალი იქნება თავისუფალი და იქნება ჩვენთან ევროკავშირში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას დღეს უყრიან კენჭს.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)