21:05 - 18 Aug, 2026
|
2024-07-15 09:49:54, 953 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, ზურაბ იაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი თანამებრძოლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ნადირაძის ცნობით, იაშვილი ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. "კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში. დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გადარჩა - ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ზურაბ იაშვილი - დიდება შენ გმირ სულს, ძმაო",- წერს ვანო ნადირაძე "ფეისბუქზე". "ექსპრესნიუსს", უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)