19:43 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-14 13:35:55, 474 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე შოკირებულია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმით

„ღრმა შოკირებული ვარ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმით“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს.

„ძალადობას ადგილი არ აქვს პოლიტიკაში და ჩვენ ვგმობთ მის ყველა ფორმას. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მასთან და მის ოჯახთანაა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ამერიკელ ხალხს!“ - ნათქვამია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს დონალდ ტრამპი პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს დაჭრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსად დაასახელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics