21:15 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 14:07:46, 542 ნახვა

პოლიტიკა
ლექსმანი - საქართველოს ხელისუფლება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ქვეყნის გზას ანადგურებს

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ხელისუფლება საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ანადგურებს".

ლექსმანის განცხადებით, "ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებებს ასრულებს".

“2008 წელს, ჩვენ დავუშვით ისტორიული შეცდომა, რომელიც ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს. დღეს, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებებს ასრულებს და ანადგურებს საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. იმედი მაქვს, ქართველი ხალხი შეაბრუნებს ამ დესტრუქციულ ტენდენციებს", - ამის შესახებ ლექსმანმა X-ზე დაწერა.

შეგახსენებთ, ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში რუსეთს მოუწოდებენ, მოლდოვიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს. დეკლარაციაში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე არაფერია ნათქვამი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics