|
2016-02-16 18:32:20, 759 ნახვა
სამართალი
შსს-მ თელავში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ბ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა ბ-მ თელავში, თბილისის გზატკეცილზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებულ დავით მ-ს და 1985 წელს დაბადებულ ჯიმშერ ჯ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე განაგრძობენ მკურნალობას. სამართალდამცველებმა შალვა ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ყვარელში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)