21:05 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-09 11:48:11, 934 ნახვა

ომი უკრაინაში
Reuters - რუსეთზე დრონებით მორიგი შეტევა განხორციელდა

უკრაინამ რუსეთზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ორ ელექტროქვესადგურსა და ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი რუსეთის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა დღევანდელი შეტევა მოიგერიეს, თუმცა, დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი ქალაქ კალაჩის ნავთობის ბაზაზე და ქალაქ ფროლოვის ქვესადგურზე გამოიწვია.

დრონებით შეტევის გამო, ვოლგოგრადისა და ასტრახანის აეროპორტები დროებით დაიხურა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, როსტოვის ოლქში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით - 21, ასტრახანში - 5,  ბელგოროდში - 3, კურსკის ოლქში - 7  და  ვორონეჟში - 2 დრონი გაანადგურეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics