|
2016-02-16 17:41:08, 1478 ნახვა
სხვადასხვა
თვენახევრიანი პაუზის შემდეგ საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება
დღეს საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება. მერვედფინალური ეტაპის პირველი ცენტრალური მატჩი პარიზში გაიმართება. პსჟ „ჩელსის“ უმასპინძლებს. ლონდონელები რევანშისთვის ემზადებიან. გუნდების შარშანდელი დრამატული დაპირისპირება პარიზში ფრედ 1:1 დასრულდა, „სტემფორდ ბრიჯზე“ კი 10 კაციანმა პსჟ–მ ბოლო წუთებში გაათანაბრა და საბოლოოდ 2:2–ის დაფიქსირება შეძლო და შესაბამისად, მეოთხედფინალში გავიდა. პარიზელებს ლაზარეთიდან ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, მარკო ვერატი და ხავიერ პასტორე, დაუბრუნდა. კარგი ამბებია „არისტოკრატთა“ ბანაკშიც, კაპიტან ჯონ ტერის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და იგი „პარკ დე ფრანსზე“ იასპარეზებს. გუნდების ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობას „ჩელსი“ ფლობს, ლონდონელებს 2, ხოლო პარიზელებს 1 მოგება აქვთ. 3 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა. კიდევ ერთ მერვედფინალურ მატჩში, ლისაბონის „ბენფიკა“ სანკტ–პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლებს. მერვედფინალური მატჩები ხვალაც გაგრძელდება. კიდევ ოთხი მერვედფინალური მატჩი კი მომავალ სამშაბათსა და ოთხშაბათს გაიმართება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)