09:37 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-05 19:42:50, 450 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - დასავლეთში არიან ქვეყნები და ჯგუფები, რომლებიც მესამე მსოფლიო ომს გზას უხსნიან

სამწუხაროდ, დასავლეთში არიან ქვეყნები და ჯგუფები, რომლებიც გზას უხსნიან მესამე მსოფლიო ომს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, "იარაღის დილერებს ბაზარი სჭირდებათ, იარაღის დილერებისთვის ბაზარი - დასავლეთია".

„ჩვენი თეზისები, რომლებსაც წლების განმავლობაში ვახმოვანებთ: „მსოფლიო ხუთზე დიდია“ და „უფრო სამართლიანი მსოფლიო შესაძლებელია“ - არის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც წამოვაყენეთ ამ ნეგატიური ატმოსფეროს გასაფანტად და დიდი ომის რისკის აღმოსაფხვრელად.

ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის გლობალური სისტემის გადახედვა, უზრუნველყოფა, რომ ყველამ დაიცვას საერთაშორისო სამართალი დისკრიმინაციის გარეშე, ტერორიზმის აღმოფხვრა კოლექტიური გაგებით და გლობალური გაზიარების სისტემის განხორციელება, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე“, - განაცხადა ერდოღანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics