17:38 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 16:42:53, 710 ნახვა

ეკონომიკა
ჭირაქაძე: პრობლემები ქვეყანაში არის და იქნება, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება ბიზნესის მხარდამჭერ ნაბიჯებს დგამს

„გვესმის, რომ ქვეყანაში პრობლემები არის და იქნება, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ დღეს ბიზნესის და ეკონომიკის მხარდამჭერ ნაბიჯებს დგამს“, - ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ სასტუმრო „რადისონში“ პრემიერსა და ბიზნესასოციაციის წევრებს შორის შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, განწყობა ძალიან ოპტიმისტურია და ბიზნესასოციაციამ მთავრობის ინიციატივებს მხარს უჭერს.

„საკმაოდ კარგი და მნიშვნელოვანი ინიციატივები გავიგეთ ჩვენ ახალი პრემიერისგან. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება იმას, რომ ჩვენ ვისაუბროთ ამ საკითხებზე და იმაზე რაც პრემიერმა გააჟღერა. ბიზნესასოციაციამ მოამზადა 6 პუნქტიანი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლიც გვინდა პრემიერს წარვუდგინოთ, თუ რა მიგვაჩნია მნიშვნელოვანი გამოწვევები და პრემიერის მოსაზრება მოვისმინოთ“,-განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics