|
2024-07-02 21:32:44, 875 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - აითაჯ შახმიროვას მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მომხდარი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, ბრალდებულმა 14 წლის აითაჯ შახმიროვას ქორწინების იძულების მიზნით უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა გაქცევა მოახერხა, თუმცა გოგონას ოჯახის წევრებმა იგი უკან დააბრუნეს. „6 ოქტომბერს, ბრალდებულმა, თვლიდა, რა რომ დაზარალებულმა გაქცევით შეურაცხყოფა მიაყენა და როგორც ქალს არ ჰქონდა საკუთარი პირადი ცხოვრების განკარგვის და მასთან ქორწინებაზე უარის თქმის უფლება, 14 წლის არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად აითაჯ შახმიროვა ადგილზე გარდაიცვალა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის აითაჯ შახმიროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, არასრულწლოვნის დედა და ბიძა რუსთავის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მათ შორის დედას 3 წლით, ხოლო ბიძას - 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდება წარდგენლი აქვთ აითაჯ შახმიროვას განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულის ბიძას და ბიძაშვილს და საქმე არსებითად იხილება თელავის რაიონულ სასამართლოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)