|
2024-07-02 13:52:04, 1060 ნახვა
რეგიონი
ჩინელმა ინფლუენსერებმა და ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს
ჩინელმა ინფლუენსერებმა და ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს, მათ შორის იყო აჭარაში ჩაის კულტურის შემომტანის, ლაო ჯინ ჯაოს შთამომავალი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, გარდა რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებისა, მედიატურის მონაწილეები ჩაქვში, ლაო ჯინჯაოს ყოფილ აგარაკს, ნობელებისა და ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმებს სტუმრობდნენ, სადაც ჯინჯაოს ნივთებია წარმოდგენილი. "ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კი სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ლაო ჯინ ჯაოს ლანჩის იმიტაციას დასწრებოდნენ, სადაც ქართული ჩაისა და კერძების პრეზენტაცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ უკვე დაგეგმილია ჩაქვში მდებარე ლაო ჯინ ჯაოს სახლის რეაბილიტაცია, რითაც რეგიონს კიდევ ერთი ტურისტული ადგილი შეემატება. ჩინელი ინფლუენსერების მედიატური რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა. მიმდინარე წელს, უწყებამ 25-მდე მედიატურის ფარგლებში, უკვე უმასპინძლა 100-მდე ჟურნალისტსა და ინფლუენსერს. შედეგად, აჭარის მრავალფეროვან საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს 15-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში გაეცნენ",- აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)