|
2016-02-16 15:23:36, 2469 ნახვა
რეგიონი
ზაფხულის სეზონს აჭარა განახლებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრებით შეხვდება
ზაფხულში ტურისტებს აჭარის მუნიციპალიტეტებში განახლებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრები მოემსახურება, სადაც წელს ადგილობრივი წარმოების პროდუქტები და სუვენირები გაიყიდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო საინფორმაციო ცენტრების შიდა და გარე დიზაინის განახლებასა და შეცვლას მუნიციპალიტეტებში გეგმავს. გარდა ამისა, სააგენტო მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრებში საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული მარშრუტების რეალიზაციასაც დაიწყებს. მუნიციპალიტეტის ვიზიტორებს, საშუალება ექნებათ ნებისმიერ ტურისტული მარშრუტი აჭარის სხვადასხვა ტურისტული ობიექტის მიმართულებით საინფორმაციო ცენტრშივე შეიძინოს. სააგენტოს ყველა საინფორმაციო ცენტრებში მიმდინარე წლიდან უკვე შესაძლებელი იქნება აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი და ადგილზე წარმოებული პროდუქტებისა და სუვენირების შეძენაც. „ჩვენი რეგიონი მდიდარია და გამოირჩევა, როგორც ადგილზე წარმოებული კვების პროდუქტების, ასევე სუვენირების მრავალფეროვნების მხრივაც. ტურისტს, რომელიც ესტუმრება ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს მაგალითად, ქობულეთში იქვე შეეძლება გაეცნოს, როგორც ამ მუნიციპალიტეტში არსებულ მარშრუტებს, ასევე ადილობრივი ყოფა ცხოვრების წარმომჩენ პროდუქტებსა და ხელნაკეთ ნივთებს“, - აცხადებს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს უფროსი თინათინ ზოიძე. ამ ეტაპზე სააგენტო მუნიციპალიტეტბში გამოკვეთილი ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირებასა და სერვისების დაზუსტებაზე მუშაობს. სეზონისთვის ტურისტებს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მარკირებული და განიშნულიანებული ტურისტული სამოგზაურო ბილიკები დახვდება. „ჩვენ ვგეგმავთ მაღალმთიანი აჭარისა და ქობულეთის მზა ტურისტული მარშრუტები ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს გადავცეთ. ჩვენი მიზანია ისინი მაქსიმალურად ჩავრთოთ საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციასა და რეალიზაციაში“, - განაცხადა თინათინ ზოიძემ.
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს რეგიონში 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს, რომელსაც წელს კიდევ ერთი ბათუმი ცენტრალის შენობაში შეემატება. საინფორმაციო ცენტრების მომსახურება მნიშვნელოვანი სერვისია ტურისტულად აქტიური ქალაქისთვის, რასაც ცენტრებში ვიზიტორთა მზარდი რაოდენობაც მიუთითებს. გასულ წელს რეგიონში ტურისტულ საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით 100 000-ზე მეტმა ტურისტმა ისარგებლა. ცენტრებში ასევე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 90 90 93 (91), რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)