12:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-26 15:39:14, 414 ნახვა

მსოფლიო
რუტე - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არის და დარჩება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედად

ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია, ალიანსი არის და დარჩება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედად,- ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ გენერალურ მდივნად დაინიშნა, სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

რუტე მოკავშირეებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობას უხდის.

"ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია. ალიანსი არის და დარჩება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედად. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობაა, რომელსაც მსუბუქად არ მივიჩნევ. ნდობის გამოცხადებისთვის ყველა მოკავშირის მადლობელი ვარ. მოუთმენლად ველოდები დიდი ენთუზიაზმით ოქტომბერში თანამდებობის დაკავებას, როგორც იენს სტოლტენბერგის მემკვიდრე, რომელიც ნატოს უწევდა გამორჩეულ ლიდერობას ბოლო 10 წლის განმავლობაში და რომლითაც მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი",- წერს რუტე.

შეგახსენებთ, დღეს, 26 ივნისს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატოს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics