14:21 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-23 21:50:44, 449 ნახვა

მსოფლიო
დაღესტანში ტერორისტები თავს დაესხნენ მართლმადიდებლურ ეკლესიას და სინაგოგას

დერბენტში უცნობმა პირებმა სინაგოგასა და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს ავტომატური იარაღიდან. ამის შესახებ TASS დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. თავდასხმის შემდეგ სინაგოგაში ხანძარი გაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. თავდამსხმელთა ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის, ისინი მანქანით გაიქცნენ.
პარალელურად, მახაჩკალაში უცნობი პირები თავს დაესხნენ საგზაო პოლიციის პოსტს, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

ტელეგრამის 112-ე არხის წყაროს ცნობით, დერბენტსა და მახაჩკალაში თავდასხმების შედეგად სულ ხუთი პოლიციელი დაიღუპა და 9 დაშავდა. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.

დაღესტნის საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის თავმჯდომარემ შამილ ხადულაევმა განაცხადა, რომ დერბენტში მღვდელი მოკლეს, ეკლესიის დაცვის თანამშრომელიც დაიღუპა.

„ჩემთვის მიღებული ინფორმაციით, მამა ნიკოლაი დერბენტის ეკლესიაში მოკლეს და ყელი გამოჭრეს. ის 66 წლის იყო და მძიმედ ავად იყო. მახაჩკალა-1-ის ტაძარში დაცვის თანამშრომელი მიხეილი, რომელიც მხოლოდ გაზის პისტოლეტით იყო შეიარაღებული, ესროლეს. მღვდლები ჩაკეტილები არიან ეკლესიაში და დახმარებას ელოდებიან“, - ნათქვამია პოსტში.

ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, კვირას შეიარაღებული თავდასხმები განხორციელდა ორ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, სინაგოგასა და საგზაო პოლიციის პუნქტზე დერბენტსა და მახაჩკალაში. ტერაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics