|
2024-06-17 14:24:31, 408 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ - ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებელი
"თიბისი", ბრიტანული BCR publishing-ის მიერ ორგანიზებულ RFIx-ის დაჯილდოებაზე, ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებლად დასახელდა. ნომინაციაში, "თიბისისთან" ერთად, წარდგენილნი იყვნენ ისეთი მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, როგორებიც არიან: Beltone Leasing and Factoring, CaixaBank, TEB Faktoring და სხვები. როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, წელს ჯილდო ინდუსტრიის იმ ლიდერებს გადაეცათ, რომლებიც ძლიერი ფინანსური შედეგებით გამოირჩევიან და რომლებმაც შეძლეს გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნა მუდმივად განვითარებად ბიზნეს გარემოში. ჟიურიმ გამარჯვებულები შეაფასა არა მხოლოდ კომპანიის ზომისა და მომგებიანობის, არამედ ინოვაციურობის, გეოგრაფიული დაფარვის, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის, მდგრადობის, მომხმარებლების კმაყოფილებისა და მოქნილი მომსახურების მიხედვით. "თიბისის" პარტნიორებისთვის ფაქტორინგი სრულად ციფრულია. 2023 წელს პროდუქტი "თიბისის" ბიზნეს ინტერნეტ ბანკშიც ჩაინტეგრირდა. ფაქტორინგის ბაზრის 68%-იანი წილით, "თიბისი" საქართველოში ლიდერი ბანკია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)